„ვიზალიბერალიზაციაც გარანტირებული რამ არ არის, ვინაიდან, შეთანხმება დავდეთ და საქართველოს მთავრობა ბევრ რაღაცას დაგვპირდა, ისევე, როგორც ამ 9-ნაბიჯიან მიდგომას. ამ ნაბიჯების ნაცვლად საქართველოს მთავრობა ამ კანონს იღებს. ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია. არა ევროკავშირისკენ, არამედ, როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, სხვა ქალაქის [მოსკოვი] მიმართულებით და ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს“, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მისივე თქმით, „თუ ყველაფერი უფრო ცუდისკენ და ცუდისკენ მიდის, ევროკავშირს შეუძლია სანქციები შემოიღოს. რა თქმა უნდა, ევროკავშირს საერთო სანქციების შემოღებისთვის კონსენსუსი სჭირდება, მაგრამ წევრი სახელმწიფოებიც გვყავს. ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო - ეს რაღაცები გარანტირებული რამ არ არის და პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე“.
საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებიან. 15 მაისს ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ოპოზიციიური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციას შეუერთდნენ და მომიტინგეებს მიმართეს.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ, 14 მაისს, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამისათვის პრეზიდენტს ორკვირიანი ვადა აქვს, 28 მაისამდე. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.
25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკომისიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაფასოს რუსული კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტურ უფლებებზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია. რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს.
მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არავინ საუბრობს“, გარდა კონკრეტული რეზოლუციისა და იმ „უპასუხისმგებლო“ პოლიტიკოსების ჯგუფისა, რომლებსაც „არანაირად არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“. ვიზალიბერალიზაციის შესახებ ჩანაწერი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც შეაფასა და თქვა, რომ „ჩალის ფასი აქვს“.