„Finita la comedia (თამაში დასრულდა)“ - ამ ფრაზით გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
ზატულინის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციის დატოვება მოუწია, ხოლო ოპოზიციის ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა ჩაიფუშა.
„რა თქმა უნდა, მთლად სიტყვების გარეშე არ გამოვიდა. სალომეს „თან მიაქვს ლეგიტიმურობა“. ალბათ, აპირებს ის ზარდახშაში ძველ კაბებთან ერთად შეინახოს. გარედან ყველა მცდელობის მიუხედავად, „თავისუფლება ბარიკადებზე“ გათამაშება ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, სამშენებლო მასალების ფული მოიპარეს.
რუსეთი საქართველოსგან სრულ შემობრუნებას არ უნდა ელოდეს. ეს არარეალისტურია. ახალი პრეზიდენტის ამოცანა, პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, არის „საქართველოს ევროკავშირში შეყვანა“ 2030 წლისთვის. ვნახოთ.
მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პრაგმატულმა ხელმძღვანელობამ, ზელენსკისგან განსხვავებით, არ მოისურვა, გამხდარიყო უცხო ხელში ინსტრუმენტი და რუსეთთან ბრძოლაში ხელახლა გაერისკა საქართველოთი.
ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება არის ბარიერი, რომლის გადალახვაც რთულია ემოციური ქართველი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ეს მოცემულობაა, რომელთან ერთადაც მოგვიწევს ცხოვრება და ყველაფრის მიუხედავად თანამშრომლობისთვის შესაძლებლობების პოვნა“, - ნათქვამია ზატულინის განცხადებაში.
29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა. ცერემონიაზე უცხოელი დიპლომატები მიწვეულნი არ ყოფილან.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც პროევროპული აქციების ათობით ათასი მონაწილე, მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევენ.
დღემდე ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
