პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა თანამდებობა დატოვოს, თუ ეს უკრაინაში მშვიდობას მოიტანს, ან უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 5 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
23 თებერვალის პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, მზად არის თუ არა გადადგეს, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას უზრუნველყოფს.
„თუ მშვიდობა იქნება უკრაინისთვის, და თუ ეს თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო ჩემი თანამდებობა, მზად ვარ. მეორე საკითხია, რომ შემიძლია ეს ნატოზე გავცვალო, თუ ასეთი პირობა არსებობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ის უკრაინის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული დღეს, არა 20 წლის შემდეგ. ნატოზე საუბრისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის ყველაზე იაფი ვარიანტი იქნება.
„ყოველ შემთხვევაში, ვინმეს უნდოდა თუ არა ეს, მხარს უჭერდა თუ არ უჭერდა ამ იდეას, ეს თემა მაგიდაზეა. ეს თემა იქნება უსაფრთხოების გარანტიების და მოლაპარაკებების მაგიდაზე. არ ვიცი, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, მაგრამ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მაგიდაზე. ამას, ალბათ, განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოლაპარაკების მაგიდა, სადაც უკრაინაა მიწვეული. ეს ჩვენი მაგიდაა, რადგან უკრაინაში ომია. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ევროპელ ლიდერებს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ უკრაინაში ომია და ჩვენ ვართ ამ კონტინენტის - ევროპის, მომავალი ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპა და შეერთებული შტატები უნდა იყვნენ:
„ჩვენ გვინდა ომის დასრულება და ჩვენს პარტნიორებსაც სურთ. პარტნიორებს უნდათ, რომ რუსეთი იქ იყოს და რუსეთი იქ იქნება. მე ნამდვილად მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპს სურს და ის დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის მეშვეობით, პირველ რიგში, არის ჩვენი ძალების მიმართვა რუსეთისკენ“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს. მანამდე დონალდ ტრამპმა მას „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა.
„მე ვარ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, მე არ მოვსულვარ ხელისუფლებაში რაიმე ძალის მეშვეობით. მე ამირჩია 73%-მა... საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნები იქნება და ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს. მე არ ვაპირებ ათწლეულების განმავლობაში ვიყო ხელისუფლებაში, მაგრამ არც პუტინს მივცემთ უფლებას, იყოს ხელისუფლებაში უკრაინის ტერიტორიებზეც. ამიტომ ჩვენ ვიბრძვით“, - თქვა ზელენსკიმ.
დღეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლა, სადაც მან ომის დაწყებას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ იყო. იმავდროულად, რუსული ჯარები უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებიდან შევიდნენ, ხოლო ავიაციამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვა დაიწყო. რუსეთი სამ დღეში აპირებდა კიევის აღებას, თუმცა უკვე სამი წელია უკრაინა აგრესორს წინააღმდეგობას უწევს.
