„არასდროს მოვაწერთ ხელს დოკუმენტს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის სუვერენიტეტს“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საკუთარ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, მივიღო რთული გადაწყვეტილებები მშვიდობის სახელით, მაგრამ რთული გადაწყვეტილება არ ნიშნავს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ჩვენ გვინდა, ხელი მოვაწეროთ ისეთ ქაღალდს, რის შემდეგაც გაგვაკრიტიკებენ, დაგვწყევლიან, გვიწოდებენ მოღალატეებს, ხალხმა შეიძლება ხელისუფლებიდან ჩვენი ჩამოშორების გადაწყვეტილებაც მიიღოს. ჩვენ მადლობელნი ვიქნებით, თუ შედეგად სომხეთის რესპუბლიკა, რომლის ფართობი 29 800 კვადრატული კილომეტრია, მიიღებს გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ ხელს მოვაწერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს და არ მაინტერესებს, რა მომივა მე; მაინტერესებს, რა მოუვა სომხეთის რესპუბლიკას“, - სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ, 14 სექტემბერს, სომხეთის პარლამენტში გაკეთებულ ამ განცხადებას, ერევანში, მთავრობის შენობის წინ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აქციის მონაწილეებმა ფაშინიანის ეს სიტყვები ისე გაიგეს, რომ ის უარს ამბობდა მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაზე.

ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთის“ ლიდერმა არამ ვარდევანიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის 35 დეპუტატი მზად არის, ხელი მოაწეროს პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას. მისივე თქმით, საჭიროა ამ პროცესში ფაშინიანის პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ 18 დეპუტატის ჩართვაც. საპროტესო აქცია გაიმართა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქ სტეფანაკერტშიც.

მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ მანიპულაციებს: „არანაირი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც იქნება. არამეგობრული გარე ძალების ეს საინფორმაციო დივერსია მიზნად ისახავს ქვეყნის წინააღმდეგობის გატეხვას.

ჩვენ გვეუბნებიან - დერეფანი. ჩვენ ვამბობთ, რომ არ მივცემთ დერეფანს სომხეთის ტერიტორიის გავლით. ჩვენ არასდროს მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელიც რამენაირად ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

დღეს საზღვრიდან რეკავენ სამხედროები და კითხულობენ, მართალია თუ არა, რომ ქაღალდს ხელი მოვაწერეთ, ანუ საზღვარს აღარ ვიცავთ? მეუბნებიან, რომ აზერბაიჯანული საიტები ასეთ სათაურებს ავრცელებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ კომპლექსური გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი სამშობლო სიწმინდეზე მეტია და ის არ ექვემდებარება განხილვას“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 13 სექტემბრიდან საზღვარზე განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 105 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 10 კვადრატული კოლომეტრის დაკავება შეძლო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე „მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა“. უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის წყალობით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.

 

ამ თემაზე:

აზერბაიჯანი ძალის დემონსტრირებით აიძულებს სომხეთს, დაითანხმოს პირობებზე - ზაქარეიშვილი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).