საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა. ამ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ უნდა აღემატებოდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
„ამ პროგრამით გააქტიურდება მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, მეორე მხრივ კი, იქმნება დამატებითი დოვლათი, სამუშაო ადგილები და შემოსავლები ქვეყანაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ.
მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოში ერთი პროექტი უკვე დაინიცირდა. მინისტრის პირველი მოადგილე მოელის, რომ რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდება.
„ბიზნეს უნივერსალის“ მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.
ლიზინგი დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლითაც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სარგებლობენ. აქტივების (დანადგარი, მოწყობილობა, სამშენებლო ტექნიკა, ავტომობილები და სხვ.) ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ლიზინგით იყიდება. სალიზინგო კომპანია შეისყიდის თქვენთვის სასურველ აქტივს ადგილობრივი ან უცხოელი მომწოდებლისგან / მწარმოებლისგან და ყოველთვიური სალიზინგო საზღაურების გადახდის სანაცვლოდ გადმოგცემთ მას სარგებლობაში; ლიზინგის ვადის ბოლოს კი, როცა ყველა გადასახადი გექნებათ დაფარული, აღნიშნული აქტივი ავტომატურად გადმოვა თქვენს საკუთრებაში.
