2022 წელს, საქართველოში ცოცხლად 42 319 ბავშვი დაიბადა, მათ შორის, 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 3627-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
ყველაზე ცოტა ბავშვი გაჩნდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი), მცხეთა-მთიანეთში (788), გურიაში (917) სამცხე-ჯავახეთში (1687). ყველაზე მეტი ბავშვი დაიბადა თბილისში (14 202), აჭარაში (5267), იმერეთში (5215), ქვემო ქართლსა (5074) და კახეთში (3377).
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი შვილის წილი 37.4%-დან 39.1%-მდე გაიზარდა (16 544 ბავშვი), მეორე შვილის წილი 35.6%-დან 33.5%-მდე შემცირდა (14 169 ბავშვი), ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6% (11 241 ბავშვი) შეადგინა. 2022 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წელი იყო.
გასულ წელს 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის სხვაობამ 6799 შეადგინა. უარყოფითი ბუნებრივი მატება აღინიშნა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (14 123 ადამიანი) იყო, შემდეგ მოდის იმერეთი (გარდაცვალების 8202 შემთხვევა), სამეგრელო-ზემო სვანეთი (4873), ქვემო ქართლი (4528), კახეთი (4408), აჭარა (3811), შიდა ქართლი (3423), სამცხე-ჯავახეთი (1932), გურია (1702), მცხეთა-მთიანეთი (1401), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (715). ამასთან, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა.
2022 წელს 26 048 ქორწინება დარეგისტრირდა. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9.