2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით განისაზღვრება, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, რაც შექმნის მათთვის ღირსეული ანაზღაურების, ასევე, სამუშაოს შესრულების მოტივაციის და გარკვეულწილად შრომითი დაცულობის გარანტიებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების 100%-ით გაზრდის მოთხოვნით აქციებს პერიოდულად მართავენ. მათი განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სახელფასო დანამატი ერიცხებოდათ, თუმცა აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, დანამატი მოეხსნათ.
17 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში საჯარო სექტორში საბაზო ხელფასის 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ამჟამად 9 ათასამდე ექიმი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს და ექთნების შემთხვევაში ეს რაოდენობა დაახლოებით 8 ათასზე მეტია.
სამინისტრო აცხადებს, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის - 5,6 ლარით განისაზღვრება.
