2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000 ადამიანის დაბრუნებაა მოსალოდნელი - ალიევი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000 ადამიანის დაბრუნებაა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

21 ივლისს, ქალაქ შუშაში, გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლის დროს ალიევმა აღნიშნა, რომ დღეისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლებას 30-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის გენგეგმა აქვს დამტკიცებული, მრავალი სოფლის საძირკველი კი უკვე ჩაყრილია.

„მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ როგორც ყარაბაღში, ასევე აღმოსავლეთ ზანგეზურში. ახლა სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპზე ვართ, როგორც იტყვიან, რადგან პროექტირებასა და სატენდერო პროცედურებს დიდი დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ეს ყოფილ დევნილებს ესმით.

მოსალოდნელია, რომ 2026 წლისთვის, მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში 140 000 ადამიანი დაბრუნდება. მე უკვე მაქვს იმის იმედი, რომ მომავალ წელს პირველი მაცხოვრებლები მოვლენ და ქალაქ შუშაში დასახლდებიან.

ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად და მორალურად დაზარალდნენ 30 წლის განმავლობაში, საუკეთესო პირობებით უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების ამოცანა, პირველ ეტაპზე, 8 ქალაქისა და დაახლოებით 100 სოფლის ხელახლა აშენებაა. „დიდი დაბრუნების პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების მიზნებისთვის პროგნოზირებული ხარჯები წლის ბოლომდე დაახლოებით 7 მილიარდ დოლარი იქნება.

„ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მილიონი ადამიანი წინაპართა მიწებზე უნდა დაბრუნდეს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ აღდგენით სამუშაოებს დავიწყებდით, ყოფილ დევნილებს შორის არაფორმალური კვლევა ჩავატარეთ, რათა გაგვერკვია, აპირებენ თუ არა ისინი მამა-პაპისეულ მიწებზე დაბრუნებას. კარგი ამბავი არის ის, რომ დევნილთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ორი ომი აწარმოეს - 1990-იან წლებში და 2020 წლის შემოდგომაზე. 2020 წლის ექვსკვირიანი ომი, რომელმაც ორივე მხარის 6500-ზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, სომხეთმა დათმო იმ ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდა. ქალაქი შუშაც [სომხურად - „შუში“], ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრია და 1992 წლიდან ყარაბაღის მეორე ომამდე სომხების კონტროლის ქვეშ იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.