იუსტიციის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, რომელიც „საქართველოს ამბებმა“ მოიპოვა, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, 24386-მა რუსეთის მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, 15506-მა კი ბინადრობის ნებართვა. ამავე პერიოდში 25689 რუსეთის მოქალაქე საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა, 1957 რუსეთის მოქალაქე კი 1550 კომპანიაში წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 2779-მა რუსეთის მოქალაქემ, საიდანაც დაკმაყოფილდა 1336 განცხადება, 1302 განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. დანარჩენი დარჩა განუხილველი, განხილვის პროცესშია ან დასკვნა ახლა მზადდება.
848 საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ ითხოვა ბინადრობის ნებართვა - დაკმაყოფილდა 790 განცხადება.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა (საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან ცხოვრობს 10 წელი საქართველოში) მოითხოვა 3003-მა რუსეთის მოქალაქემ. დაკმაყოფილდა 2287 განაცხადი, 511 მოქალაქეს უარი ეთქვა.
ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 2028 რუსეთის მოქალაქემ, საიდანაც დაკმაყოფილდა 1455 განცხადება, 366 მოქალაქეს უარი ეთქვა.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 233-მა რუსეთის მოქალაქემ - დაკმაყოფილდა 168 განცხადება, 43-ზე უარი ითქვა.
სასწავლო ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 1563-მა რუსეთის მოქალაქემ. დაკმაყოფილდა 1378 განცხადება, 27-ზე უარი ითქვა.
სპეციალური ბინადრობის ნებართვა მოითხოვა 86-მა რუსეთის მოქალაქემ, დაკმაყოფილდა 73 განცხადება, 2-ზე უარი ითქვა.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი ბინადრობის ნებართვას ითხოვენ - 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, მოთხოვნილია 4964 ასეთი ნებართვა. აქედან 2183 განცხადება რეგისტრირებულია 2022 წელს, 2781 განცხადება 2023 წელს. ორივე წელს 1530 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა შრომითი ბინადრობის ნებართვა, უარი ეთქვა 2881 პირს.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სულ საქართველოში ბინადრობის უფლება მიენიჭა 9021 რუსეთის მოქალაქეს.
ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 24386-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების (ყოფილი მოქალაქე) მინიჭებაზე რეგისტრირებულია 3695 განცხადება, საიდანაც დაკმაყოფილდა 2795 მოთხოვნა, უარი ეთქვა 534 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 139 განცხადება, განხილვაშია 155, შეჩერებულია 7, დასკვნის მომზადება მიმდინარეობს 65 განაცხადზე.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება (ყოფილი მოქალაქე) მოითხოვა 23-მა რუსეთის მოქალაქემ. დაკმაყოფილდა 6 განცხადება, არ დაკმაყოფილდა 1, განუხილველი დარჩა 17.
საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება მოითხოვა 11-მა რუსეთის მოქალაქემ. დაკმაყოფილდა 5 განცხადება, არ დაკმაყოფილდა 3.
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა 8377-მა რუსეთის მოქალაქემ. აქედან 5457-მა გასულ წელს, ხოლო 2920-მა მიმდინარე წელს. საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2880 რუსეთის მოქალაქეს, არ დაკმაყოფილდა 4576 განცხადება.
საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება (დაბადებული საქართველოში) მოითხოვა 7-მა რუსეთის მოქალაქემ. დაკმაყოფილდა 4 განაცხადი.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება (საქართველოს მოქალაქეა და ამავდროულად მოპოვებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა) მოითხოვა 12265 რუსეთის მოქალაქემ. დაკმაყოფილდა 7430 განცხადება, უარი ეთქვა 3770 განმცხადებელს.
საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება მოითხოვა 8 რუსეთის მოქალაქემ, დაკმაყოფილდა 1 განაცხადი.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სულ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13 120 რუსეთის მოქალაქეს.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით 2022 წლის 21 სექტემბრის შემდეგ გაიზარდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ომში 300 000 ადამიანის გასაწვევად. ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი რიგები იდგა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62300 რუსეთის მოქალაქე საქართველოში საცხოვრებლად დარჩა.