2023 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი არ არის 776 375 სუბიექტის მონაცემები. საჯარო რეესტრის სააგენტომ მონაცემები პარლამენტის წევრს, მიხეილ სარჯველაძეს მიაწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ყველა სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტი ვალდებულია სარეგისტრაციო მონაცემები ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს 2024 წლის 1-ელ იანვრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ სუბიექტს დამატებით სამთვიანი ვადა მიეცემა. თუ სუბიექტი ამ ვადაში სარეგისტრაციო მონაცემებს შესაბამისობაში არ მოიყვანს კანონის ახალ მოთხოვნებთან, მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა დარეგისტრირდა 16 667 სუბიექტის შემთხვევაში, 776 375 სუბიექტს კი მონაცემები დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოუყვანია. აქედან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა – 288 191; სააქციო საზოგადოება – 2 691; კომანდიტური საზოგადოება – 153; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 2 846; კოოპერატივი – 4 192; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – 27 929; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 47; ინდივიდუალური მეწარმე – 448 378; უცხოური საწარმოს ფილიალი – 1 761; უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი – 186.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, დღეის მდგომარეობით სულ რეგისტრირებულია:
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 333 927;
- სააქციო საზოგადოება – 2 977;
- კომანდიტური საზოგადოება – 157;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – 2 855;
- კოოპერატივი – 4 341;
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – 30 443;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 54;
- ინდივიდუალური მეწარმე – 551 417;
- უცხოური საწარმოს ფილიალი – 1 899;
- უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი – 205;
2022 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ახლებურად მოწესრიგდა სუბიექტების მოწყობის, დაფუძნებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხები. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს როგორც სუბიექტების სადამფუძნებლო დოკუმენტების შინაარსობრივ მხარეს, ისე სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ ფორმალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სუბიექტებს ევალებათ სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური 200 ლარია თუ ეს პროცედურა ხორციელდება 1 სამუშაო დღეში, დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში კი საფასური 400 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება რეესტრში ხდება, რეგისტრაციის საფასურს 7 ლარი ემატება.
