„აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ, როცა ვიდექით ქუჩაში?
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს - ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებული თანამდებობებზე, ან იყვნენ „ქართუში“. მათ, ვინც დღეს მესიჯბოქსს ავრცელებენ, თურმე იციან, მე რას გავაკეთებ; თურმე იციან, როდის გავაკეთებ; თურმე იციან, რატომ გავაკეთებ. მე მინდა, კიდევ ერთი რამ გითხრათ: ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე ჩინჩალაძე, მურუსიძე, მე შევიწყალე? თუ მე გავამწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“, -ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც მას მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2004 წელს სპეცოპერაციისას მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე. აქციის მონაწილეებს შორის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილიც იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში არა მხოლოდ „აქცია აქციებზე იქნება“, არამედ საქართველოს „სერიოზული პრობლემები“ შეექმნება. „ძალიან გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა“, - მიმართა მან სალომე ზურაბიშვილს. აქციაში ასევე მონაწილეობდა „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია, 1994 -2003 წლებში ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია და პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა.
მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ეს აქცია და მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში, იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად იყვნენ 2007 წელს.
„ეს ადამიანები, რომლებიც დღეს კარიერით, თუ სხვადასხვა ფორმით მემუქრებიან და თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, მაშინ არსად იყვნენ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.
ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ
რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალა, არამედ განაწესა ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.
ვის აწყობს ეს? რატომ არ ვკითხულობთ ამას?! სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, (როცა ვამბობ მოვარდნას - აქციაზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან, მოდიოდნენ და იმედი მაქვს აქ კიდევ მოვლენ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ - ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით: აბა, თუ ვაჟკაცი ხარ - ჩამოდი; ხო არ ხარ ლაჩარი - ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ. იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია და მანამდეც, ამაში ვცხოვრობდით; ერთი წლის მერე, ჩვენ სრულიად გაჩერებული ვართ მიშას ირგვლივ, კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს, რადგან ამით პასუხი აღარ აქვს გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და არ ვიცი, ამაში მე რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე ის ზეწოლა, რაც ხდება დღეს, ეს ბულინგი. არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ, პირდაპირი შანტაჟი, მუქარა, დამცირება; აგერ, ჩემს კართან „რუსული სოფელია“ და რას ნიშნავს ეს? არცერთ ქვეყანაში, სხვაგან, პრეზიდენტის სასახლის წინ, ასეთი სოფელი, მით უფრო, ამ დაძაბულ პერიოდში არ იქნებოდა გამართული, მაგრამ ამის შესახებ სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა.
მერე მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს, ამ ქვეყანაში ისიც ეცოდინება, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის, ვერავინ ხედავს რომ ეს ჩვენს საზოგადოებას უნდა და ჩვენი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად ამას მიიღებს - აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, ყველას ზეწოლისა და სხვასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობების მიუხედავად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა..
კითხვაზე, რას აპირებს სააკაშვილთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა მაშინ, როცა გაეცემა.
„არა და არასოდეს“, - ასეთი იყო პრეზიდენტის პასუხი ერთი წლის წინ, სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ექსპერტების დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. 21 ნოემბერს, BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ სურს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.
პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტმაც 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით. საქართველოს ხელისუფლებას მიმართა უკრაინის პრეზიდენტმაც, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, ევროპის ან ამერიკის კლინიკაში.