სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ 18-19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციის დროს, სხვადასხვა არხის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და იგივე ქმედებას, რომელიც ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არის ჩადენილი.
დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლის დროს ძალის გამოყენებით დააკავა. უკანონო დაკავების პროცესში პოლიციელებმა მას ვიდეოკამერა დაუმტვრეს.
„გამომძიებლებს მოვუყევი, როგორ დამაკავეს, რა ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს. ვაწარმოებდი გადაღებას, ჩვეულებრივ, ვიღებდი დაკავებულებს და აი, ამ დროს მოხდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა პოლიციელების მხრიდან. არც მოუწოდებიათ ჩემთვის - ან გზიდან ჩამოგვეცალე ან რაღაც, პირდაპირ მოვიდნენ და ჯიკაობა დაიწყეს“, - უთხრა ჟურნალისტებს ბარამიძემ.
მისი ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართეს. შედეგად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილითაც აღიძრა, რაც გულისხმობს პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. დანაშაული იდსჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სამთავრობო ტელეარხის - „იმედის“ ჟურნალისტებიც. ერთ-ერთი მათგანის, დიტო ყირიმლიშვილის თქმით, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირებზე მუშაობის დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესიის სამიზნე იყო. „რამდენიმე ეპიზოდი იყო ძირითადად. აგრესია იყო მთელი დღის განმავლობაში, თუმცა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირი ტრანსლაცია იწყებოდა“, - აღნიშნა მან.
აქციაზე მუშაობის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, გივი ავალიანსაც.
