აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეკომპანიებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი არსებითად ფაშისტური სახელმწიფოა და რეგიონში საფრთხის წყაროს წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა, რომ ომის გვერდი უკვე გადაფურცლული იყოს, თუმცა, ვხედავთ, რომ როგორც თავად სომხეთს, ისე მის ახალ პატრონებს ეს არ სურთ. ისინი ცხოვრობენ რევანშისტული იდეებით და სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის. დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო არსებითად ფაშისტური სახელმწიფოა, იმიტომ, რომ თუ ამ ქვეყანას ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები ხელმძღვანელობდნენ თითქმის 30 წელი, მაშინ მათვე ჩამოაყალიბეს ეს ქვეყანა თავის მსგავსად“, - ციტირებს აზერბაიჯანული მედია ალიევის განცხადებას.
ილჰამ ალიევის თქმით, „ფაშიზმი უნდა განადგურდეს“ და მას გაანადგურებს ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან აზერბაიჯანი. „სხვა გამოსავალი არ არის“, - დასძინა ალიევმა.
„სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეიარაღება. საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მას იარაღს აწვდიან, უნდა შეწყვიტონ და გააუქმონ ეს კონტრაქტები. სომხეთისთვის უკვე მიწოდებული იარაღი უკან უნდა დაბრუნდეს. ეს არის ჩვენი პირობა.
ვისაც როგორც უნდა, ისე მიიღოს ეს. ვამბობ ჩემს სიტყვას და მათ და ასევე მათაც, ვინც ამის უკან დგანან იციან, რომ თუ ჩვენ რამეს ვამბობთ, ესე იგი, ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი დიდი ხანია სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, შეთანხმების 17 პუნქტიდან 2 შეუთანხმებელი პუნქტი ეხება საერთაშორისო სარჩელებზე ორმხრივად უარის თქმას და საზღვარზე მესამე ქვეყნების წარმომადგენლების განთავსების დაუშვებლობას.
