გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, რომელიც ამბობს, რომ რუსული კანონის პირობებში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მხარდამჭერს უწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„გერმანიის ელჩი „ლელოსთან“ ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.
გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში.
ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პიტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია. ის ჯერ კიდევ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებამდე საუბრობდა მოსალოდნელ შედეგებზე.
„ამ კანონით თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ამ კანონით თქვენ ვერ გახსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ძალიან მარტივია: თუ გსურთ შეუერთდეთ ევროკავშირს, უნდა დააკმაყოფილოთ ჩვენი საკანონმდებლო სტანდარტები - ნორმები და ღირებულებები. ეს კანონი არ არის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი პირველი გზავნილი. ახლა 10 კანდიდატი ქვეყანაა. საქართველო მათ შორის მოწინავე იყო და ამჟამად ფაქტობრივად ბოლო ადგილზე დგას“, - განაცხადა ელჩმა 29 მაისს.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
