საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ თუ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი საბოლოოდ მიღებული იქნება ისე, როგორც ახლაა, დეკემბერში გერმანია მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას. თქვენ უნდა იყოთ სტანდარტთან შესაბამისი, თუ არადა წინ ვერ წახვალთ“, - განაცხადა ელჩმა.
რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ წუხილი გამოთქვეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, გადაუხვიოს ევროპული გზიდან.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.
ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რუსული კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. მათი შეფასებით, კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მის დებულებებში არაფერია, რაც დაადასტურებდა, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროს მიხედვით და არა მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე.
