„ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, დაახლოებით 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე, სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მთავრობას ეს საკითხი გააზრებული და ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განხილული აქვს.
„ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს. სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი და მინდა, ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა... აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო, შეიძლება ასე ითქვას.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა, ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის, დასრულება და შერიგება იმისaთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოში“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში მთავრობის მიზანია „საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება“.
„ძალიან ბევრს აკეთებს ქალბატონი თეა ახვლედიანის უწყება [შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი] პარლამენტთან ერთად. ჩვენ ძალიან ბევრს ვეხმარებით, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ძმებს და დებს. ამის თაობაზე ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ეს არის შეგნებული და გააზრებული პოლიტიკა, რადგან არ გვსურს ამის აფიშირება. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისებით. მაგალითად, 230 სტუდენტი ჩაირიცხა გასულ წელს, 1300-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის სერვისებით. რა თქმა უნდა, ეს დახმარებები გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ „ყველაზე მთავარი ამოცანა და იდეა“, რომლის გარშემოც ერი უნდა გაერთიანდეს, საქართველოს გამთლიანებაა.