ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტიდან გაიწვიეს კანონპროექტი, რომელიც ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში, 1 500 000 კვ.მ. ფართობზე, აპარტამენტების მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. კანონის წინააღმდეგ მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
კანონპროექტი უკან მისმა ინიციატორმა დეპუტატებმა ბესლან ემურხბამ, ალმას აქაბამ, გერმან კაჭარავამ და რეზო ზანთარიამ გაიტანეს. დე ფაქტო პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება „ქვეყანაში“ დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული.
„ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდა საპარლამენტო დიალოგის შედეგად, საზოგადოებრივი აზრის, პირველ რიგში, უხუცესთა საბჭოს, აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის გმირების, სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით, დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტის ინიციატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება შემოტანილი კანონპროექტის განხილვიდან მოხსნისა და მასზე საკანონმდებლო პროცესის შემდგომი შეწყვეტის შესახებ.
დეპუტატები მადლობას უხდიან აფხაზეთის მოსახლეობას აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის და შეახსენებენ მათ ჩვენს ქვეყანაში თანხმობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
17 ივლისს, საპროტესტო აქციის ფონზე, ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ოჩამჩირის, ტყვაჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტის სესიაზე გატანას. კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ე.წ. პრეზიდენტი, კანონის მიღების აქტიური მხარდამჭერი ასლან ბჟანიაც, რომელმაც სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
კანონის მიღებას ემხრობოდა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბაც. „ამ პროექტისთვის არჩეული რეგიონები, როგორიცაა ოჩამჩირე და გალი, ძალიან მიმზიდველია. მე კარგად ვიცნობ ამ ადგილებს: მდინარეების ღალიძგასა და ოქუმის მიღმა არის უნიკალური დიუნის პლაჟები, რომლებიც არ არის არც გაგრაში და არც ბიჭვინთაში. ჩვენ უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ ისინი ინვესტორებს. ამ პროექტში ჩარევის მცდელობა და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება გამოიწვევს შეუქცევად შედეგებს ჩვენს ისტორიასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობებისთვის“, - აცხადებდა შამბა.
კანონის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ აპარტამენტების მშენებლობა აფხაზეთს ეკონომიკურად „აბსოლუტურად არაფერს“ მისცემს და კანონის მირების რეალური მიზანი მიწების გასხვისება იყო.
