„სადღაც 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა, დამეთანხმებით ალბათ. ჩვენზე ათჯერ მეტია ღია სტატისტიკები გამოდებული. ევროპის ქვეყნები მათ შორის, აშშ-ს სხვადასხვა შტატში ათჯერ მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს არ არის, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ“, - განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატების კითხვებზე, რომლებიც ნარკოტიკების ზედოზირებით ახალგაზრდების გარდაცვალებას და ნარკოტიკებით ვაჭრობას ეხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
მინისტრის მონაცემებით, 2023 წელს 284 პირი დააკავეს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, 2022 წელს 202. „ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს დაუკავებიათ საქართველოში, არცერთ წელიწადს. მესმის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაა გასატარებელი. ერთობლივად სამუშაო იქნება უფრო კომპლექსური და არა მარტო შსს-სი. იგივე კითხვა იყო ნარკოტიკებზე ტრანზიტული კუთხით.
ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის ეს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე, 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად“, - აღნიშნა მინისტრმა.
მანამდე, ვახტანგ გომელაურს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჰკითხა, რას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების თავისუფლად მოძრაობასთან დაკავშირებით.
„ამ საკითხს მარტო იმიტომ არ ვსვამ, რომ გარდაცვლილები გვყავს, რაც ძალიან მძიმე ამბავია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩვეულებრივი მოქალაქეები არ არიან ხოლმე ჩართული. თუ სისტემა მათ არ მფარველობს, ასეთი ნარკოტიკული საშუალებები ვერ ტრიალებს ქვეყანაში და ისეთ მძიმე კონდიციამდე ვერ მიდის, როგორც დღეს არის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ბოლო დღეებში გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა გოგო. მათ შორის, ძალიან სერიოზული ვითარებაა მძიმე ფსიქოტროპული საშუალებების და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების შემოსვლით საქართველოში“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია. გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.