არავის მიეცემა შესაძლებლობა, ხალხს შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში - კალაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გზის გადაკეტვას „შესაბამისი რეაგირება“ მოჰყვა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი, ჩვენ ვნახავთ კანონის გადახვევას, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი უწყებების მხრიდან.

ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი შენ სცდები კანონის ფარგლებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

არავის მიეცემა ისმის შესაძლებლობა,რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება, საზოგადოებას და ხალხს შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას.

არსებობს კანონი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, კეტავ გზებს იმ დროს, როდესაც არ გყავს საკმარისი რაოდენობის ხალხი, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ნოემბერს, გამთენიისას დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 17 ნოემბრის საღამოდან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა. ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

საპატრულო პოლიციის და სპეცრაზმის თანამშრომლები, ასევე, წყლის ჭავლის მანქანა, ჭავჭავაძის გამზირზე დაახლოებით დილის 06:00 საათზე გამოჩნდნენ. დაახლოებით 06:45 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს 15-წუთიანი ვადა მისცა ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და მოძრაობის აღსადგენად.

მას შემდეგ, რაც საპოლიცო ძალებმა თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიის დაკავება და კარვების დაშალა დაიწყეს, მომიტინგეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც მათი დაკავება გაგრძელდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ მედიასთან განაცხადა, რომ მათ ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, იმ დროისთვის, როდესაც მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.

მელიქიშვილის გამზირზე ძალის გამოყენებით დააკავეს ტელეკომპნია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, გივი ავალიანსაც.

აქციაზე ადმინისტრაციული წესით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით, სულ 16 ადამიანი დააკავეს, მათგან 3 ხელწერილით არის გათავისუფლებული. ორ მომიტინგეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კლინიკაში გადაიყვანეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნიკა კვიტატიანი. მისი თქმით, სახეში თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დაარტყა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.