საპარლამენტო არჩევნების წინ, მთავრობა პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს არსებული რეგულაციების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა 5 მლნ 596 ათასი ლარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
„იმ ფონზე, როდესაც გადავლილია პანდემიური პერიოდი და ამ წესებმა, პრაქტიკულად, დაკარგა მნიშვნელობა და ფუნქცია, რელევანტურია სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი შეღავათის გათვალისწინება. ვფიქრობ, ეს ყოველმხრივ გამართლებულია“, - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მთავრობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს.
29 მაისს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რის შედეგადაც, ფიზიკურ პირებს 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება და საურავი ჩამოეწერებათ. ცვლილება 145 842 გადასახადის გადამხდელს შეეხება, ჯამურად ჩამოწერილი თანხა კი დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვალები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც გაანულა. მეორე ტურის წინ, 600 000 მოქალაქეს, ვისაც ბანკების, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა, ე.წ. შავი სიიდან ამოღებასა და დავალიანების განულებას დაპირდნენ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
