ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრები საქართველოში არსებულ სიტუაციასაც შეაფასებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ“, - თქვა ჯოზეფ ბორელმა.
შეკითხვაზე, მოელის თუ არა, რომ დღეს საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბორელმა უპასუხა, რომ დღეს იქნება ქვეყნაში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე.
საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ორი დღის განმავლობაში გაიმართება და მას ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
რამდენიმე დღის წინ, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით მთავრობის გამომწვევი პოზიციის საპასუხოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. გამოცემა წერდა, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემაკავებელი ზომების განხილვას მოითხოვენ. Financial Times-ს ინფორმირებულმა ადამიანებმა განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმების გარდა, განიხილება მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის დაფინანსების გაყინვა.
