ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის განიხილავენ ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელი კონგრესმენის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის სახელია „MEGOBARI Act“ (აქტი ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების შესახებ).
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ში.
კანონპროექტის პირობების მიხედვით, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, თუ ქვეყანა ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც.
ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის შეიმუშაონ სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რაც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურია რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და თანმდევ წვრთნებს, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს“.
თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, რაზეც მოწმობს სულ მცირე არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო“.
ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ მეორე კანონპროექტსაც წარადგენს, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებსაც „აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანებისთვის“. Politico-ს ცნობით, კანონპროექტი მოიცავს სავიზო აკრძალვის დაწესებას „რუსული ტიპის უცხოეთის აგენტების კანონის“ მიღებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსებისა და მათ ოჯახებისთვის. სანქციების სამიზნეები იქნებიან სამართალდამცავი ორგანოებისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებიც.
