ბაქოში BBC-ის აზერბაიჯანული სამსახურის ოფისი დაიხურა, თანამშრომლებმა კი სიტუაციის გარკვევამდე საქმიანობა შეაჩერეს. ბრიტანული კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „იძულებითი გადაწყვეტილება“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან სიტყვიერი შეტყობინების შემდეგ მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
BBC-ი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება პრესის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული და ის ძალიან გაართულებს BBC-ის ჟურნალისტების მიერ მოვლენების გაშუქებას „აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისთვის, აუდიტორიისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ“.
მანამდე სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება აპირებს, ქვეყანაში მომუშავე BBC-ის თანამშრომლების რაოდენობა ერთამდე შეამციროს. BBC-ის ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება რა მიუღია, მათ შეკითხვებს არც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს კომენტარი, სადაც ის BBC-ს საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს, 20 თებერვალს გავრცელდა. მისი განმარტებით, BBC-ის არ აქვს სამართლებრივი საფუძველი აზერბაიჯანში საქმიანობა განახორციელოს როგორც უცხოური მედიასტრუქტურის წარმომადგენლობამ.
„გადაწყვეტილება წარმომადგენლობის დახურვის შესახებ არ უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის საკორესპონდენტო საქმიანობას და ითვალისწინებს ერთ კორესპონდენტზე აკრედიტაციის გაცემას. მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სხვა უცხოურ მედიასტრუქტურებთან მიმართებაშიც“,- განაცხადა ჰაჯიზადემ.
BBC აზერბაიჯანში 1994 წლიდან მუშაობს. რადიოს ფუნქციონირება 2011 წელს შეწყდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მთავრობამ FM სიხშირეებზე უცხოური რადიოსადგურების მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ BBC-მ ონლაინ მუშაობა გააფართოვა. კომპანიის ინფორმაციით, BBC News Azerbaijan-ი კვირაში საშუალოდ მილიონ ადამიანს სწვდებოდა და მისი აუდიტორია მზარდი იყო.
