ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (Bankwatch) აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ მარტინმა განაცხადა, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებით, საქართველოში სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება და თუ სიტუაცია გამწვავდება, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა, უნდა შეაჩერონ საქართველოს საჯარო სექტორის, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანიების დაფინანსება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მარკ მარტინი აღნიშნავს, რომ აფასებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს მიერ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას.
„თუმცა, თუ სიტუაცია გამწვავდება, ჩვენ ველით, რომ EBRD-ი, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი, ისევე როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანდა მთავრობას, ისევე როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კერძო კომპანიების ნებისმიერ დაფინანსებას.
Bankwatch-ის გამოცდილებიდან ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საინვესტიციო პროექტების განხორციელების რისკების შესამცირებლად, კორუფციის თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების პრევენციისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გასაზრდელად.
ამიტომ, განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების წარმატებასა და მდგრადობაში თავისი არსებითი როლის შესრულება“, - განაცხადა მარკ მარტინმა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
პრეზიდენტმა კანონს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.
გასულ კვირას, თბილისში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ხელისუფლება გააფრთხილა, თუ კანონი ძალაში შევა ისე, რომ ის შესაბამისობაში არ იქნება ევროპულ ნორმებთან, აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. გარდა ამისა, ო’ბრაიენის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გეგმავს, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ აშშ ახლა განიხილება „მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად“.
