კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალურ ქმედებებს, სიმღერასა და წესჩვეულებებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 5 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 6 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
ბატონებს ბავშვთა გადამდებ დაავადებებს უწოდებენ (წითელას, ყვავილს, ქუნთრუშას, ყივანახველს). მითოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით, როცა ბატონები ეწვევიან ოჯახს, სადაც პატარა ბავშვია, მათ პატივით ეგებებიან; ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მათ სიამოვნებთ. ბატონებს წითელი ფერი უყვართ, ამიტომაც ბატონებით დაავადებული ბავშვის ოთახს წითლად მორთავენ, ჩუმად დადიან, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რათა როგორმე მათი გული მოიგონ და სახლიდან კმაყოფილნი გაისტუმრონ. უმღერიან საგანგებო სიმღერას „იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავნანინაო...“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის 30 დეკემბრის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ასევე მიენიჭა მესხურ სამზარეულოს – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიციას; მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციასა და მის კულტურულ კონტექსტს; ქართული ხორბლის კულტურას, ტრადიციებსა და რიტუალებს; გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიციას; რთვლის ტრადიციას საქართველოში,
საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები - ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (რომელიც 2013 წლის 4 დეკემბერს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც შევიდა), ცეკვა ფერხული, ბერიკაობა, კახური ქუდის დამზადების ტრადიცია, ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია, ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია, ქართული გალობა, სვანური ყველის - ნარჩვის დამზადების ტრადიცია, ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი, ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიცია და ა.შ.
ამ თემაზე:
ერთი წელია სააგენტო „შქმერულს“ არამატერიალური ძეგლის სტატუსს არ ანიჭებს
