კონკურენციის ეროვნული სააგენტო ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევას შეისწავლის. როგორც სააგენტოში განაცხადეს, საქმე ეხება კაფე-ბარებში მხოლოდ უცხო, ძირითადად, რუსულ ენაზე მომსახურებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
11 მოვაჭრის მიერ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურების შესახებ კონკურენციის სააგენტოს ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმართა. ინსპექციის წერილის მიხედვით, აღნიშნულ კვების ობიექტებში მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება.
„განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ კვების ობიექტებში სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, ხშირად, მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების გაწევაზე უარს ეუბნებიან. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ სავაჭრო ობიექტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს“, - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
სააგენტო გადაწყვეტილებას საქმის შესწავლის დაწყებიდან ერთ თვეში გამოიტანს. კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში მოვაჭრეს დარღვევის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ვადა განესაზღვრება, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი ჯარიმა დაეკისრება. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2%-ს და არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. თუ წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, მოვაჭრე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს. ამავე კანონის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, სახელმწიფო ენის არცოდნა კი არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.
კონკურენციის სააგენტო საკითხის შესწავლას მიმართვის შემთხვევაში იწყებს, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოვაჭრის ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა უფლება და მათ ინტერესს ადგება ან შესაძლოა მიადგეს ზიანი. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ სპეციალური ფორმა, სააგენტოს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 598 05 4422 ან მიწერონ ელ.ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge
