„მე მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლის დროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტატუსის მინიჭება სიმბოლური აქტია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, რათა საქართველო კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას, თუმცა „ძალიან კარგად ესმის“, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას და მეტი რეფორმების განხორციელებას.
„ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ბევრი საერთო ღირებულებები და ფასეულობები, ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ იდენტურ ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზეა დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა, რათა გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა, რომელთა შორის არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკუთარ შეფასებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ამ დროისთვის, სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული.
ამ თემაზე:
„ქართული ოცნების“ საბოტაჟი „ალტ-ინფოს კანონით“, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს