მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სურსათისა და ნავთობის იმპორტიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ძალიან მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ, თითქმის 100%-იანი ფასნამატით. პრემიერმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა, სასწრაფოდ შექმნან სამუშაო ჯგუფი, დაიბარონ ყველა მსხვილი იმპორტიორი და ფასების ჩამოწევა რაღაც გონივრულ ზღვარზე მოხდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მარჟებით, მოგებით. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის შედეგები.
ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე 50-60-70-80% არის ფასნამატი. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი.
ამიტომ, მინდა, დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა დასული - ღარიბაშვილი
პრემიერის თქმით, მაღალი მოგებით მუშაობენ ნავთობის იმპორტიორებიც, რაც მიუღებელია - „არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი“.
„ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო ნავთობის ბაზრის შესწავლა. თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ უკვე ოფიციალურ დადასტურებულ საბოლოო სურათს. აქაც ჩვენი ჩარევის შედეგად დარეგულირდა, შემცირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემები მიდევს ახლა და აქაც ვხედავ, რომ არსებობს მაღალი მარჟები და ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ ნავთობის იმპორტიორები, რაც ასევე მიუღებელია. მინდა, მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა.
არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80, 90 თეთრიანი და თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი.
ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ ჩვენს მოწოდებას და პოზიციას გაითვალისწინებენ და ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. წამლებზე გახსოვთ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო იმპორტიორების მხრიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ამიტომ, მჯერა, რომ ეს ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის მდგომარეობას, არსებულ ვითარებას და დაიწყებენ ფასების შემცირებას.
ამ საკითხს სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ყურადღება, რომ ვინმეს გარკვეული ცდუნება არ გაუჩნდეს. ადრე იყო ბევრი საუბარი, რომ ლარის კურსი იყო ძალიან მაღალი, 3,3-ზე, 3,4-ზე და ამიტომ ვერ ახერხებდნენ ფასების დაწევას. ჩვენი მუშაობის შედეგად ეროვნული ვალუტა არის დასტაბილურებული 2.60-ზე, 2.65-ზე არის ჩამოსული თითქმის და ამ ადამიანებმა ფასები იგივე ნიშნულზე შეინარჩუნეს, რაც არასწორია, მარტივად და კორექტულად რომ ვთქვათ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაზრდილი ფასების გავლენა ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებზე გამოკითხულთა 77%-ს აწუხებს. ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა, რაც NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში პირველად მოხდა.