გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში, მერი ლოულორი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა წარდგენას და განაცხადა, რომ თბილისში ვიზიტის დროს არწმუნებდნენ, ეს არ მოხდებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას მივიღე დაპირება, რომ ეს არ მოხდებოდა. ჩემს ანგარიშში ხაზგასმით აღვნიშნე ამ კანონპროექტის ზიანი და მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებ“, - დაწერა მერი ლოულორმა სოციალურ ქსელ X-ში.
მერი ლოულორი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა, რა დროსაც 50-მდე უფლებადამცველს, ასევე მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მას ვიზიტის შემდეგ მომზადებულ ანგარიშშიც უწერია, რომ „სახელმწიფომ განუცხადა“, უცხოელი აგენტების კანონი არ აღდგებოდა.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ.
აშშ, ნატო და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ ხელისუფლებას შეახსენა ევროკომისიის 1-ელი და მე-9 რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.