„ცენტრმა „ემპათიამ“ დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა. დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა, შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას“, - აცხადებს ცენტრი „ემპათიის“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ექსპერტიზა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ ატარებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობის შესაფასებლად დაცვის მხარის მიერ არის დანიშნული. ექსპერტიზაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, წამყვანი უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობენ.
„ემპათიას“ ეკუთვნის 2022 წლის მაისში გამოქვეყნებული დასკვნაც, რომლის თანახმადაც, პენიტენციურ სისტემაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდებით.
დასკვნის ავტორი ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის შეუქცევადი გაუარესება: კორსაკოვის სინდრომის თანდათანობითი ჩამოყალიბება (გზა დემენციისაკენ); ცალკეული ორგანოთა სისტემის მხრივ ან პოლი – ორგანული უკმარისობა; ფსიქო - ფიზიკური განლევადობა, კახექსია; ლეტალური გამოსავალი.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, თბილისში დააკავეს.
სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
სააკაშვილი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ხალხმრავალი აქციების შემდეგ, ჯერ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. 12 მაისიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ სამედიცინო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა. ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში ასეთ პოლიტპატიმრად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაასახელა.