თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებმა, კონსტანტინე კოპალიანმა, ნანა ჯოხაძემ და თამარ ბეჟანიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი თქვეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ინფორმაციით, უარის შესახებ მოსამართლეების განცხადებები საბჭოშია შესული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
აშშ-ში ქართველი მოსამართლეების მორიგი სასწავლო ვიზიტი 22-30 აპრილს არის დაგეგმილი. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გავლენიანი მოსამართლეები ზეწოლას ახორციელებდნენ იმ კოლეგებზე, ვისაც პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურდათ.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“, - წერს გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.
აშშ-ში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე უარს წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მოსამართლეების ჩართულობის გამო. დეპრტამენტის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
აშშ-ის საელჩო საქართველოში წლებია მხარს უჭერს მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტებს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე იმყოფებოდა. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
ამ თემაზე:
ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ პატივისცემით, ამას მოვითხოვ როგორც პრემიერი - ღარიბაშვილი