დრონებით დაბომბვას კიევში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსულიც

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა შორისაა ახალგაზრდა წყვილი - ექვსი თვის ორსული ქალი და მისი ქმარი. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა ამჯერადაც ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონები, „შაჰიდები“ გამოიყენა, რის გამოც ევროკავშირს ირანის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ დილით დედაქალაქის მიმართულებით 28 დრონი იქნა გაშვებული, რომელთა უმეტესობა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. კიევში ხუთი აფეთქება იყო. ერთ-ერთი შევჩენკოს რაიონში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. შენობის დატოვება 20-მდე ადამიანმა შეძლო. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხი კიდევ არის.

„ამჟამინდელი მტერი თავის თავში აერთიანებს, როგორც ჩანს, ყველა მტერს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ჰყოლია. ის მოქმედებს მზაკვრულად: კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ესვრის საცხოვრებელ სახლებს, ინფრასტრუქტურას. კიევში, საცხოვრებელ სახლზე დღევანდელი დარტყმის შედეგად უკვე ოთხი ადამიანია დაღუპული. მათ შორისაა ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საჰაერო შეტევის სირენის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ბომბსაფარიდან მიმართა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება კიდევ ერთხელ მოითხოვა. გარდა ამისა, მან ევროკავშირს მოუწოდა, ირანს რუსეთის დრონებით მომარაგებისთვის სანქციები დაუწესოს. კულებას ამ მოწოდებას ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც უერთდება.

„ქვეყანა, რომელიც საკუთარ ხალხს ჩაგრავს, ახლა იარაღს აძლევს რუს მონსტრებს ევროპის გულში მასობრივი მკვლელობების ჩასადენად. სწორედ ეს არის დაუმთავრებელი საქმეების და ტოტალიტარიზმთან დათმობის შედეგი. ეს არის შემთხვევა, როცა სანქციები არასაკმარისია“, - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების, „შაჰიდ 136“-ის მიწოდებას უარყოფს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ე.წ. კამიკაძე დრონი პირველად დაახლოებით ერთი თვის წინ, ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკში ჩამოაგდეს. უფრო მეტიც, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმსა და ხერსონში ირანელი ინსტრუქტორები იმყოფებიან, რომლებიც რუსებს „შაჰიდების“ გამოყენებას ასწავლიან და უშუალოდ აკონტროლებენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით „კამიკაძე დრონების“ გაშვებას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ირანის მონაწილეობის შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს მოიძიებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.