ელემენტი, რომელიც თავს „პრეზიდენტს“ უწოდებს, უნდა დანებდეს - ალიევი ყარაბაღს ემუქრება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, „ყალბი სახელმწიფო ატრიბუტები“ სანაგვეში გადაყაროს. 28 მაისს, ქალაქ ლაჩინში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ალიევმა განაცხადა, რომ დასრულდა სეპარატიზმი, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან მიერთების იდეა („მიაცუმი“).

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„23 აპრილს საზღვარზე მოწყობილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაკვეთილი უნდა იყოს დღეს ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხებისთვის. სამწუხაროდ, მათ ამ დრომდე ვიღაცის იმედი აქვთ, თითქოს ვიღაც მოვა და გადაარჩენს მათ, ვიღაც მოვა და ომს დაიწყებს აზერბაიჯანთან. სისულელეა ეს ყველაფერი. ყარაბაღის მეორე ომის დროს ჩვენ გამოვავლინეთ ძლიერი ნება და თუ მაშინ გარედან ვერავინ გაბედა ჩვენს წინააღმდეგ ჩარევა, მაშინ დღეს, მას შემდეგ, რაც ჩვენ კვლავ გავხდით ყველა ამ მიწის ბატონ-პატრონი, ვინ მოვა და იომებს ჩვენთან სომხების ნაცვლად?! ჯერ ერთი, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ და ყარაბაღის რეგიონი, სადაც დღეს სომხები ცხოვრობენ, ოდითგანვე ჩვენი მიწაა, რომელიც სამართლიანად გვეკუთვნის. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ ამას თავად გაიგებენ, მოვლენ და გადადგამენ ნაბიჯს იმისთვის, რათა აზერბაიჯანის დროშის ქვეშ იცხოვრონ. ჩვენ ამას ველოდებით.

აქედან, ლაჩინიდან, რომელსაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში უწევდნენ ექსპლუატაციას და სადაც უკანონოდ ცხოვრობდნენ, კიდევ ერთხელ ვეუბნები მათ: თქვენი წიგნი დაიხურა. „მიაცუმის“ წიგნი დახურულია, სეპარატიზმი დასრულებული. დამოუკიდებლობის შესახებ ოცნებებიც იმავე მიმართულებით წავიდა, საითკენაც სტატუსი. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა - აზერბაიჯანის კანონების დამორჩილება, აზერბაიჯანის ლოიალურ, ნორმალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება, ყალბი „სახელმწიფო ატრიბუტების“ სანაგვე ყუთში გადაყრა და „პარლამენტის“ დაშლა.

ვითომ, იქ „პარლამენტი“ ფუნქციონირებს, ვითომ იქ პრეზიდენტია, მინისტრია - ეს ყველაფერი სასაცილოა. უბრალოდ მოთმინებას ვიჩენთ, თუმცა კი, ყველამ კარგად იცის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა ამ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია.

ამიტომ, „პარლამენტი“ უნდა დაიშალოს. ელემენტი [არაიკ არუთუნიანი - რედ.], რომელიც თავის თავს „პრეზიდენტს“ უწოდებს, უნდა დანებდეს. ყველა „მინისტრმა“, „დეპუტატმა“ და სხვებმა უნდა დატოვონ თანამდებობები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მათ მიმართ დათმობაზე წასვლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ რაიმე ამნისტიაზე... თუ ვამბობ, რომ ამნისტიის საკითხი შეიძლება განიხილებოდეს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვან. ბევრი შანსი გაუშვეს ხელიდან, ბევრი და ყოველ ჯერზე, როგორც იტყვიან, თავში უნდა ჩაგვერტყა, რომ გონს მოსულიყვნენ“, - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთსა და მის ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია აზერბაიჯანის პირობებით უნდა მოხდეს, რაც, მისივე თქმით, სამართლიანი პირობებია. ალიევმა სომხეთს შეახსენა, რომ ქალაქ ლაჩინიდან სომხეთის სოფლები კარგად ჩანს.

„სამშვიდობო ხელშეკრულება საერთაშორისო პირობებზე უნდა იყოს დამყარებული, გზა ნახიჩევანისკენ უნდა გაიხსნას და სომხეთის ჯარის წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ ყარაბაღში რჩებიან, იქიდან უნდა გაიყვანონ. ეს არის ჩვენი პირობები. მე ამ პირობებს ვაცხადებ აქ, ქალაქ ლაჩინში, რათა ყველამ დაინახოს: დღეს ჩვენ აქ ვართ და სამუდამოდ აქ ვიქნებით. მათაც იცოდნენ, რომ აქედან ჩანს სომხეთის სოფლები. ჩვენც ვხედავთ ამ სოფლებს, ეს არ დაივიწყონ“, - თქვა ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები გაუგებარია და აზერბაიჯანმა, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებმა, უნდა განმარტონ, ნიშნავს თუ არა ეს ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებაზე უარის თქმას.

ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ბრიუსელში 14 მაისს შეხვდნენ. შეხვედრას მასპინძლობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც განაცხადა, რომ მხარეებმა დაადასტურეს ერთგულება 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციისა და სომხეთის (29 800 კმ2) და აზერბაიჯანის (86 600 კმ2) ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორია - 86 600 კმ2, რაც მთიან ყარაბაღსაც მოიცავს, თუმცა, ბაქომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დაცვა და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ნიკოლ ფაშინიანი ამ განცხადებისთვის თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში გააკრიტიკეს და კონსტიტუციის დარღვევაში დასდეს ბრალი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).