პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ან უკვე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, 1000 ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინება-მიგრაციამ ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, ფინანსური უსაფთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესებთან მიმართებაში“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის დავალდებულებას. „საოკუპაციო შენატანის თანხა განსაზღვრული იქნება 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.
ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ გარანტირებული იქნება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არის აგრესორი. იმავდროულად, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელიც უნდა გახდეს იმისათვის, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და არ სურთ თანხის გადახდა, მათ შეუძლიათ საერთოდ არ ისარგებლონ ამ შენატანით და არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
აღნიშნული შენატანის დაწესება სოლიდარობის გამოცხადება იქნება იმ დევნილებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დევნილთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური, დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად დევნილების საჭიროებისთვის იქნება გადარიცხული“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
პარლამენტის წევრის მიერ დასახელებული მონაცემებით, ამჟამად საქართველოში იმყოფება რუსეთის 280 ათასი მოქალაქე და „საოკუპაციო შენატანის“ შემოღებით მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზება გახდება შესაძლებელი, რაც დევნილების საჭიროებებს მოხმარდება.
„ვალდებულება უკვე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება. ჩვენ, ბანკებს, მობილურ ოპერატორებს, სადაზღვევო კომპანიებს, სამედიცინო კლინიკებს და ადმინისტრაციულ ორგანოებს დავავალდებულებთ, რომ შესაბამისი მომსახურების გადახდის გაწევისას, იქნება ეს სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული მომსახურება, მათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მოსთხოვონ აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც ასევე უზრუნველყოფს უკვე შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეებისთვის 1000 ლარიანი შენატანის გადახდის ვალდებულებას.
ჩვენ ვფიქრობთ, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდოთ, რომ არ განვიხილოთ ეს საკითხი კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივებისა და დაპირებების ჭრილში. ყველა ვაცნობიერბეთ იმ საფრთხეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ მხრივ დავაფიქსირებთ სახელმწიფოს პოზიციას ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ჩვენი დევნილების მიმართ და ეს იქნება საერთო, სახალხო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ნებისმიერი ინიციატივა დეტალურ შესწავლას საჭიროებს, თუმცა,
ლევან ბეჟაშვილი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მორალური უფლება არ აქვს, ეს საკითხი დააყენოს, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა 2008 წლის შემდეგ, მათი ლიდერი, მაშინდელი პრეზიდენტი და ახლა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე,
მორალს აცდენილია მისი და მისი გუნდის მსგავსი განცხადებები“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. ოფიციალური განკარგულება ითვალისწინებს 300 ათასი ადამიანის გაწვევას, ძირითადად ახალგაზრდების, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი აქვთ.
22 სექტემბრიდან რუსეთს ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ და მეზობელ ქვეყნებში გადადიან. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ. კვირაზე მეტია, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.