2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა - 46.1 მილიონია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
საქართველოში ევროკავშირის დახმარების უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:
- 111.55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
- 101.40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
- 62.75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
- 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები
- 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- 25.07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
- 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
- 12.85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- 10.5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია
მე-11 ადგილზეა საქართველოს პარლამენტი, 4.8 მილიონი ევროთი.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:
- ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო
- დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო
- ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო
- კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო
- ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო
- დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო
- გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო
- საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო
- იურიდილი და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება. დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია.