ევროპის დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დღევანდელი დღე ზეიმის საბაბი უნდა იყოს, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ღირებულებებს და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, სადაც ადგილი არ არის „ხალხის მტრების“ სიებისა და ანონიმური სატელეფონო ზარებისთვის. საით მიდიხარ, საქართველო?“, - დაწერა ტოივო კლაარმა სოციალურ ქსელ X-ში.
8 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, შექმნიან მონაცემთა ბაზას, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. ეს ეხება სოციალურ ქსელებში გამოხატულ მოსაზრებებსაც.
თემა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განავრცო და თქვა, რომ „იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების“.
ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სტუდენტებს, ვინც „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს აქტიურად უპირისპირდებიან, უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ, უცენზურო სიტყვებით აგინებენ და ემუქრებიან.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლების სიძულვილის კამპანიის სამიზნეებიც გახდნენ. 8-9 მაისის ღამეს, მათ საცხოვრებელ სახლებთან და ოფისებთან შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი პლაკატები გააკრეს.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურადაც ესხმიან თავს. უცნობი პირები გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძეს, საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და პედაგოგ ლადო აფხაზავას. 3 მაისს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რაზეც შსს-ს არავინ დაუკავებია.