ევროკომისია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის მონიტორინგის გაძლიერებასა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე იწყებს მუშაობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ევროკომისიის განცხადებით, უვიზო მიმოსვლას მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მესამე ქვეყნებისთვის. ამავე დროს, გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო მიმოსვლიდან შეიძლება გამომდინარეობდეს მიგრაციის და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები.
„ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან არასაკმარისმა თავსებადობამ შეიძლება უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანა გადააქციოს ევროკავშირში არალეგალური შესვლების სატრანზიტო კერად“, - აცხადებენ ევროკომისიაში.
მათი განმარტებით, ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნებში იყენებენ, ევროკავშირისთვის უსაფრთხოების, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და კორუფციის რისკებს ქმნის.
„ეს [ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭება] ევროკავშირის არა მოქალაქე პირებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნის მოქალაქეობა და ევროკავშირში ვიზის გარეშე შევიდნენ“, - აღნიშნავს ევროკომისია.
ამიტომ მიაჩნიათ, რომ ამ გამოწვევების გადასაჭრელად და რისკების ეფექტურად თავიდან ასაცილებლად, ხელახლა უნდა შეფასდეს და გაუმჯობესდეს არსებული წესები. ევროკომისია საკითხზე ევროპარლამენტთან და ევროსაბჭოსთან ერთად იმსჯელებს, რის შემდეგაც, 2023 წლის შემოდგომაზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გადახედვის შესახებ საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს.
ამჟამად ევროკავშირს უვიზო რეჟიმი ევროკავშირის არაწევრ 61 ქვეყანასთან აქვს, მათ შორის არის საქართველოც.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ითვალისწინებს ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დროებით აღდგენას არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკების უეცარი და არსებითი ზრდის შემთხვევაში.
