ევროკავშირი მოდლოვასა და საქართველოს თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაძლიერებაში კვლავ დაეხმარება. ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში მორიგი დახმარების პაკეტები ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
საქართველოსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო 36-თვიან პერიოდს დაფარავს და დააფინანსებს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგების და მომსახურების შეძენას, მათ შორის, ტექნიკური მომზადებას. არალეტალური აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოჯისტიკისა და კიბერთავდაცვის აღჭურვილობას.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. ეს მესამე პაკეტია, რომელიც დაემატება 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებულ 20-მილიონიან და 2021 წლის დეკემბერში დამტკიცებულ 12.75-მილიონიან დახმარების პაკეტებს.
რაც შეეხება მოლდოვას, ის დახმარების სახით 40 მილიონ ევროს მიიღებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. ამ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ მათ ვეხმარებით თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდაში.
EPF-ის ფარგლებში ეს ორივე ქვეყნისთვის მესამე დახმარების პაკეტია, რაც აშკარად ხაზს უსვამს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტი 2021 წელს შეიქმნა და ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს არაწევრი ქვეყნების, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობები სამხედრო და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. დახმარების მიმღებთა შორის ასევე არიან უკრაინა, აფრიკის კავშირი, ნიგერია, მოზამბიკი, მალი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
