„ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური ბლოკადა „ზემო ლარსზე“ ირღვევა“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ახლა „ზემო ლარსზე“ ირღვევა ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა განაცხადა, რომელმაც 21 ივნისს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს „ზემო ლარსი“ ერთადერთი მოქმედი სასაზღვრო გადასასვლელია, რომელიც რუსეთს საქართველოსთან, სომხეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან აკავშირებს. რუსული მხარის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანებისთვის დამატებითი საკონტროლო ზოლები ამოქმედდა, გამშვები პუნქტი ყოველდღიურად საშუალოდ 1200-მდე სატვირთო მანქანას ატარებს, მაშინ, როცა რეკონსტრუქციამდე ეს რაოდენობა ათასზე ნაკლები იყო. მაგალითად, 19 ივნისს, დღე-ღამეში, მებაჟეებმა ორივე მიმართულებით 1322 სატვირთო ავტომობილი გაატარეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და საშუალო დღიურ მონაცემს 15%-ით აღემატება.

„ეს აბსოლუტური რეკორდია არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი გამშვები პუნქტისთვის. ამას გარდა, 2800-მა მსუბუქმა ავტომობილმა გაიარა და 11 ათასი ფიზიკური პირი, ანუ მოქალაქე, ტურისტი გავატარეთ. როდესაც აქ ყველაფერი დასრულდება, სტაბილურად შევძლებთ ამ რიცხვების შენარჩუნებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ასე იყოს ყოველთვის. თუ უღელტეხილი დაიკეტება, ჩვენ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ და უღელტეხილი ზამთრის განმავლობაში დაიკეტება. ამიტომ, ალბათ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ რუსეთიდან საქართველოსკენ ალტერნატიულ მარშრუტებზე. ასეა თუ ისე, საბაჟო ყოველთვის ბოლოა, რომელიც  კონფლიქტის დროს საზღვრიდან მიდის და პირველია, რომელიც მისი დასრულების შემდეგ ბრუნდება“,- განაცხადა დავიდოვმა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ცნობით, დღეს „ზემო ლარსზე“ მძღოლები არ ფერხდებიან და საზღვრის გადაკვეთა ერთდროულად 12 სატვირთოს შეუძლია. ყოველ წუთში საზღვარს ერთი მსუბუქი მანქანა კვეთს, ხოლო ყოველ ორ წუთში - ერთი სატვირთო. უწყება აღნიშნავს, რომ „ზემო ლარისის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის - „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ელემენტია.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით 15 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეგვიძლია. გასული წლის ხუთ-ნახევარი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოს საქმიანობის რეგიონში ორივე მიმართულებით მებაჟეებმა 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, ხოლო წელს უკვე 7.8 მილიონი ტონა. ვფიქრობ, წელს ბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს. მხოლოდ „ზემო ლარსზე“ სავაჭრო ბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა გვაქვს“, - აღნიშნა რუსლან დავიდოვმა.

რუსეთი ხელისუფლება „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საზღვართან ავტოტრანსპორტის გასატარებლად ზოლების რაოდენობა 39-მდე გაზარდა.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უკრაინაში ომის ფონზე რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ამ საკითხს არ გამოხმაურებია, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი „ზემო ლარისის“ გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ყოველთვის იყო პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან მისი დისკუსიის დღის წესრიგში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.