ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, „პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდან“ არის გადმოტანილი. ბლინკენმა რუსული კანონი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართული განხილვის დროს შეაფასა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონით, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა, სამწუხაროდ. აშკარად ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.
ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და მაქვს მოლოდინი, რომ ზომებს მივიღებთ. ევროკავშირი განიხილავს გავლენას საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. მოველი, რომ იქნება ცვლილებები იმ გავლენის გამო, რაც შეიძლება ამ კანონს ჰქონდეს“, - განაცხადა ბლინკენმა.
ვენეციის კომისიის დასკვნით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, ფუნდამენტური ხარვეზები აქვს და გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდა, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. „ქართული ოცნება“ კანონის გაუქმების შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ხელისუფლება გააფრთხილა, თუ კანონი ძალაში შევა ისე, რომ ის შესაბამისობაში არ იქნება ევროპულ ნორმებთან, აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ.
