2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1943.4 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს საშუალო თვიური ხელფასი 2044.5 ლარი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-მარტში, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით);
- მშენებლობა - 2624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).
იანვარ-მარტში, ქალების საშუალო ხელფასი 1540.0 ლარით, ხოლო კაცების - 2343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2024 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი თბილისშია და ის 2305 ლარს შეადგენს. შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 1680.2 ლარი, შემდეგ კი აჭარა - 1564.5 ლარი. ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია - 996.8 ლარი.