2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3%-ით, 270.9 ლარით გაიზარდა და 2044.5 ლარი გახდა. ამასთან, ქალების საშუალო ხელფასი 1607.3 ლარით, ხოლო კაცების - 2463.8 ლარით განისაზღვრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით);
- მშენებლობა – 3062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2920.5 ლარი (გაიზარდა 19%-ით).
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 340.7 ლარი (16%). საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
გასული წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებში ფიქსირდება.
არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი თბილისშია და ის 2392.9 ლარს შეადგენს. შემდეგ მოდის მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 1828.2 ლარი, შემდეგ კი აჭარა - 1796.5 ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია - 1013.6 ლარი.
