„ქართული ოცნების“დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაუგებარია, თუ სანქცირებულთა სიაში რუსული კანონის მხარდამჭერი ერთი დეპუტატი მაინც არის, რატომ არაა დანარჩენი 83.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„მაშინ, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო მოხდა პარლამენტის წევრების დასანქცირება, უბრალოდ გაუგებარია, პარლამენტის ერთი წარმომადგენელი თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83, რადგან ყველა ერთნაირად უჭერდა ამ კანონს მხარს.
რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და სუვერენიტეტს. ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინაა“, - განაცხადა კახიშვილმა, რომლის შეფასებითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება უსამართლოა.
საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის დამტკიცების, ასევე, კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ძალადობისა და დაშინების კამპანიის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღო, 6 ივნისს კი, ამ პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირა. სავიზო სანქციების პირველი ნაწილი დაახლოებით 30 ადამიანს შეეხო. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და კერძო პირები. დასანქცირებულთა სახელები საჯაროდ არ დასახელებულა.
ამასთან, აშშ აგრძელებს საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების გადახედვას და მზად არის დამატებითი სანქციების დასაწესებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, სიტუაციის შემობრუნებისთვის.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია და რუსული კანონი 84 დეპუტატის მხარდაჭერით საბოლოოდ დაამტკიცა.
