საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უარყოფითად აფასებს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელების გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას, რითაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.
„გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პარტია „გირჩის“ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას და პარტიული საარჩევნო სიის შედგენისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. პარლამენტმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილავის გადაწყვეტილება მიიღო.
„ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლებოდა საჭირო ყოფილიყო. დიახ, მართლები ვიყავით მაშინ, როდესაც კვოტირებაზე აღტკინებით ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს ქალების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალების უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთ დონეზეა, რომ თავიანთი ადგილი ექნებათ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით და არა კვოტირების მიხედვით მომავალ პარლამენტში და მომავალ თვითმმართველობის ორგანოებში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
2020 წელს, მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსში, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი არიან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია შეადგინონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2023 წლის თებერვალში, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.