საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა, თუმცა ამ ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო სიაში არ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„პირადად ჩემ თავს კანონშემოქმედად არ მივიჩნევ, არ ვარ მე ეგ ტიპი. ყველა თავის ბუნებრივ სანგართან უნდა დადგეს ამ ბრძოლაში. მე, კანონთან მიმართებაში თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება და გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული. მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო ღონისძიებაზე გამოსვლისას.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ქართველ ხალხს ისტორიული არჩევანი მისცა.
„დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან და ადამიანებად, რომლებსაც აღარსად მიესვლებათ, აღარცერთ ცივილიზებულ კარს მათ აღარ გაუღებენ. ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც მინდა, რომ ჩემს სამშობლოს ვემსახურო, რა თქმა უნდა, ამ გაერთიანებაშია, „ძლიერ საქართველოშია“. ამის სათქმელად ბევრი მიზეზი გამაჩნია.
ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართველი ამომრჩეველი, მართლა დიდხანს ელოდა. ეს მოთხოვნა, რომ მოდი, შევქმნათ რეალობა, რომელიც იმ ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია და ჭეშმარიტად გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ჩვენი არჩევანი, ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამძიმებული იმ პრობლემებით, რომლებიც წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ, ეს გაერთიანება, ეს ისტორიული მოთხოვნა დღეს შედგა.
ბუნებრივია, რომ მეც იმ პოზიციაზე ვდგევარ, სადაც მანამდე ვიდექი, რომ არ შეიძლება სერიოზული პრობლემებით დამძიმებული ხალხი მართავდეს სახელმწიფოს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა რამდენიმე გაერთიანება შექმნეს:
- „ძლიერი საქართველო“ - „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, მოძრაობა „GEN Z ევროპისთვის“, გიორგი მარგველაშვილი;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „რესპუბლიკელები“ და ეთნიკურად აზერბაიჯანელი აქტივისტების ჯგუფი „აქტივისტები მომავლისთვის“, ნანა მალაშხია, ივა ჭყონია;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს. გაერთიანებაზე მოლაპარაკებები, რომელსაც გიორგი გახარია და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის შუამავლობით აწარმოებდნენ, შეთანხმების გარეშე დასრულდა.