დღეს, 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ, ხოლო ბათუმში - ევროპის მოედანზე, გაიმართება აქციები, ლოზუნგით „გვახსოვდეს გავრილოვის ღამე“. ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის თქმით, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე სიტყვით გამოვლენ „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებულები, რის შემდეგაც მსვლელობა გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა დაანონსებული.
5 წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სესია გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან რუსულად მიმართა ასამბლეის დელეგატებს.
ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია, რის გამოც გავრილოვს და რუსული დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ.
საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდეს, რასაც აქციის დარბევა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი, დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოებში 240 ადამიანი მოხვდა, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. მიღებული დაზიანების გამო, 18 წლის მაკო გომურმა და 31 წლის გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტიც.
20-21 ივნისის ღამეს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა სულ 342 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციების გამო, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ირაკლი კობახიძე - ქვეყნის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა. რაც შეეხება მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, სამ თვეში ის პრემიერ-მინისტრი გახდა და 2021 წლის თებერვლამდე, გადადგომამდე, ამ თანამდებობას იკავებდა.
2024 წლის მაისში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და საქართველოს დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარღვეული იყო კონვენციის მე-3 მუხლი, რაც გულისხმობს, სახელმწიფოს ვალდებულებას, გამოიძიოს წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის შესახებ ბრალდებები.