HRW მოუწოდებს EU-ს, საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს მომიტინგეებზე ძალადობისთვის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ევროკავშირს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული, გადამწყვეტი ნაბიჯები საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და სანქციები დაუწესოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Human Rights Watch-ის განცხადება წინ უსწრებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს და სადაც საქართველოში არსებული ვითარება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება.

„ხელისუფლებამ აქციებს ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით უპასუხა. პოლიცია სცემდა, დასდევდა და აკავებდა ძირითადად მშვიდობიან მომიტინგეებს. სპეცრაზმმა, ისევე როგორც სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ბრბოებმა, სცემეს ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, აფერხებდნენ მედიის გაშუქებას. რამდენიმე ასეული მომიტინგე დააკავეს სხვადასხვა გადაცდომისა და მძიმე დანაშაულის ბრალდებით. ბევრმა მიუთითა დაკავების დროს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე, ათობით ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებს“, - ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის ფონზე, ხელისუფლების სასტიკი პასუხი საპროტესტო გამოსვლებზე ქმნის საფრთხეს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ჩაიძიროს ადამიანის უფლებათა კრიზისში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მშვიდობიანი ანტისამთავრობო აქციების ჩახშობის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაც უნდა მოითხოვონ.

ევროკავშირმა დაგმო ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა.

ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტების მიერ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება არჩევნების შემდგომ ძალადობაზე, მოუწოდოს მათ გამოიკვლიონ ძალის უკანონო გამოყენების, თვითნებური დაკავების და არასათანადო მოპყრობისა და წამების მტკიცებულებები.

გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის გამოყენებაზე იმ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დასაწესებლად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეების ცემასა და მათ მიმართ ძალადობაზე ნებრათვის გაცემასა და განხორციელებაზე. ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს შენგენის სავიზო მოთხოვნების დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის“, - აცხადებს Human Right Watch-ი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების სანქცირების პარალელურად უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა.

თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს დღის წესრიგში დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

 

ამ თემაზე:

ის, რაც საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს - ჰერჩინსკი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.