კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული რესპონდენტების 25% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“, 13% კი ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 25% - „ქართული ოცნება“;
- 13% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილი;
- 4% - „საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია;
- 3% - „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე;
- 1% - „ხალხის ძალა“;
- 2% - „ლელო“;
- 3% - „გირჩი“;
- 2% - „გირჩი“ და „დროა“ - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია;
- 2% - „ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი;
- 2% - „მოქალაქეები“ - ალეკო ელისაშვილი;
- 2% - „ხალხისთვის“ - ანა დოლიძე;
- 1% - „პატრიოტთა ალიანსი;
- 1% - „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ-ინფო“;
- 1% -„ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერია;
- 1% - სხვა;
- 11% - ბათილი ბიულეტენი;
- 6% - არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა;
- 18% - არ იცის (ვის მისცემს ხმას);
- 5% - უარი პასუხზე.
კვლევისას რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, რომელ პარტიას არ დაუჭერდნენ მხარს არავითარ შემთხვევაში. გამოკითხულთა 40 % „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 29 % „ქართულ ოცნებას“.
კვლევა პირისპირ ინტერვიუს გზით 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-მა ჩაატარა. გამოიკითხა საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1200 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევას არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნას „მათხოვრობა“ უწოდა.
„ბარიერი არ დაიწევა - ერთი, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც გვქონდა საუბარი - ეს ორი და მესამე - პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ერთპარტიული მმართველობიდან გამოსვლის საჭიროების შესახებ 12 ნოემბერს RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში, რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.