ქართველ მთასვლელებს არჩილ ბადრიაშვილს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს მსოფლიო ალპინიზმის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ [Piolets d'Or 2022] გადაეცემათ. ისინი პირველები არიან, ვინც სარაგრარის 7300 მეტრი სიმაღლის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე ასვლა შეძლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
ავღანეთის საზღვარზე, ჰინდი ქუშის მთათა სისტემაზე მდებარე მწვერვალზე ქართველები 2021 წლის სექტემბერში ავიდნენ. სარაგრარს რამდენიმე მწვერვალი აქვს. Piolets d'Or 2022-ის ჟიური აღნიშნავს, რომ ჩრდილო-დასავლეთის მწვერვალი, რომელიც 7300 მეტრზეა, აქამდე აუსვლელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 1970-იან წლებში და 80-იანების დასაწყისში, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ასვლას სამი ძლიერი ესპანური ექსპედიცია ეცადა. ქართველებმა ჩრდილო-დასავლეთის მხარე აირჩიეს, რომლის ზედა ნაწილი ციცაბო კლდეა. ჩვეულებრივზე გვიან, სექტემბერში, მწვერვალზე ასვლა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ დღის განმავლობაში სიცხე და შედეგად კლდის ცვენა ნაკლები ყოფილიყო.
როგორც ჟიური აცხადებს, ქართველი მთამსვლელებისთვის ჯილდოს მინიჭება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, მათ შორის, მხედველობაში მიიღეს აქამდე დაულაშქრავ მწვერვალზე ასვლის გადაწყვეტილება და თანაც იმ მხრიდან, საიდანაც მანამდე არავის უცდია, ჯგუფის სიმცირე და 9-დღიანი ასვლა სუფთა ალპურ სტილში, რომელიც 6200 მეტრის ზემოთ მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეებით ხასიათდება.
„ოქროს წერაყინის“ ჯილდო 1992 წელს ფრანგულმა გაზეთმა „მონტანი“ დააწესა. მისი მიზანია წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასვლების აღნიშვნა. Piolets d'Or ალპინიზმის უმაღლეს ჯილდოდ, მთამსვლელების „ოსკარად“ მიიჩნევა.
2022 წლის დაჯილდოების ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, მაღალმთიან ქალაქ ბრიანსონში გაიმართება.
