თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, დიმიტრი გვრიტიშვილის, დავით ახალბედაშვილისა და გოჩა დიდავას შემადგენლობით, დააკმაყოფილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჩივარი და გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, რომლითაც თეთრიწყაროსა და წალკის ოლქებში შემავალი 30 უბნის შედეგები, ხმის ფარულობის დარღვევის გამო, ბათილად იქნა ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„N25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიის და N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება“, - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გამოაცხადა.
სააპელაციო ინსტანციამ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის“ (საია)საჩივარი აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.
„ჩვენ ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობის პრინციპი არ იყო დაცული. ეს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლოა, რომელიც მან ვერ იტვირთა. ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ორმა მილიონმა ადამიანმა, ვინც პირადი გამოცდილებით იცის, რომ მისი ხმა არ იყო ფარული, იცის, რომ სასამართლომ უარი თქვა მართლმასაჯულების განხორციელებაზე“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
ის მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო კოორდინაციაში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართოსთან, რომელმაც გუშინ იგივე გადაწყვეტილება მიიღო. „სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ გამეორებული რაიმე განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი თითქმის 24-საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. სასამართლომ ერთ წარმოებად გააერთიანა საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოლაცია „ჩემი ხმის“ 14 საჩივარი, დაახლოებით 150-მდე უბნის შედეგების ბათილობაზე.
მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც მოსამართლე გვრიტიშვილის აცილების და საქმეების გამიჯვნის შესახებ. ამასთან, მან გაითვალისწინა ცესკოს შუამდგომლობა და თეთრიწყაროს სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. სასამართლომ ექსპერიმენტი ხელახლა ჩაატარა, რათა ენახა, ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურებისას ნამდვილად ჩანდა თუ არა ამომრჩევლის მიერ გამოვლენილი ნება. ცესკოს თანამშრომლების შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეობა სხდომის თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მიიღო და როგორც საიას იურისტი ამბობს, მისი არჩევანი ყველამ დაინახა, თუმცა მოსამართლე გვრიტიშვილმა ეს არ ჩათვალა.